Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტურ კონფერენცია ფიზიკაში „სამყაროს ფარული განზომილებები“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი

 წარმოგიდგენთ  სტუდენტურ კონფერენციას ფიზიკაში „სამყაროს ფარული განზომილებები“.

 

პროექტი განკუთვნილია თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, 

 

რეგისტრაციისა და აბსტრაქტის გადმოგზავნის ბოლო ვადაა - 17 ნოემბერი,კონფერენცია ჩატარდება დეკემბერის შუა რიცხვებში. ნაშრომებს განიხილავენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები. 

 

გაითვალისწინეთ:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:
https://forms.gle/tNAmVe4MUcYQHErH8

ხოლო, აბსტრაქტი უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე:

tsu.zustebi306@gmail.com

მონაწილეთა რეგისტრაცია ხდება ინდივიდუალურად.

 

გაითვალისწინეთ:
მოხსენების აბსტრაქტის მოცულობა უნდა იყოს 150-200 სიტყვა.
პრეზენტაციის მოცულობაში არხართ შეზღუდულები.
ნაშრომის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
• პრეზენტაციის შესაბამისობა სათაურთან;
• შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;
• პრეზენტაციის ხარისხის;
• გამოყენებული წყაროების, მათ შორის, უცხოენოვანი ლიტერატურის, მრავალფეროვნება;
• საკუთარი აზრი;
• ციტირების ტექნიკა.

ტექნიკურად გაუმართავი ნაშრომი არ მიიღება!


გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სერტიფიკატები 

I ადგილი - 600ლარი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:

 tsu.zustebi306@gmail.com

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს! 

 

https://fb.me/e/3cpr3WNRF